22:27 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 14:30:58, 837 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს, ჩვენი ვარაუდით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით

ახლა გავდივართ "ომიკრონის" პიკს და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით. -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმები პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და შესაძლოა სხვა პაციენტებს ძველი მოცემულობით ვეღარ დაუკავშირდნენ.

"საწოლფონდის მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ "ომიკრონის" პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება.

ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ  ვერ დაუკავშირდნენ" - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics