09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 14:12:20, 770 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე - მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს პირამდე, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“

კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს საუბარი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე, არის ეჭვები, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე მივყავართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულზე საუბარი, იაფფასიანი სპეკულაციაა.

„კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს საუბარი ე.წ. ქოლცენტრების შესახებ, რომ არის ეჭვები, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე მივყავართ და რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულნი არიან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ოპოზიციის მხრიდან, ამაზე პასუხი არის ის, რომ უნდათ აქცენტების გადატანა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირიდან სხვა პირებზე. ეს ძალიან იაფფასიანი სპეკულაციაა. გამოძიება უნდა დაიწყოს და ალბათ, დაწყებულიცაა. მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics