02:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 11:27:33, 713 ნახვა

საზოგადოება
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის, სასურსათო ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყალის კვლევები ტარდება. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. 

კვლევები მიმდინარეობს ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებში.  

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. დღეისათვის, სურსათის კვლევის დეპარტამენტში ნიმუშების გამოკლვევა შესაძლებელია 140-ზე მეტ მაჩვენებელზე. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics