02:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 10:46:07, 726 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს როგორც განსაკუთრებით საშიში დაავადებების, ასევე სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტში მუდმივად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი. დღეისათვის, დეპარტამენტში დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს.

არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი რეფერენს ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებებში.

2021 წელს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული და გამოკვლეული იყო 370 000-ზე მეტი  ნიმუში, რაც 19%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics