|
2022-02-13 11:33:22, 738 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს თავის საზღვაო ტერიტორიაზე, სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში ადანაშაულებს
12 თებერვალს, კურილის კუნძულების რაიონში, აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი შენიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. ამერიკის შეერთებული შტატები ბრალდებას უარყოფს. პენტაგონის წარმომადგენლის, კაპიტანი კაილ რაისის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, შეერთებული შტატები საერთაშორისო წყლებში, უსაფრთხოდ მოქმედებს. აშშ-ს მხრიდან, ტერიტორიების დარღვევის გარეშე, სხვა ქვეყნების სამხედრო წვერთნებზე დაკვირვება ჩვეული პრაქტიკაა. ამ დროისთვის, კურილის კუნძულებთან, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)