10:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 14:59:22, 560 ნახვა

პოლიტიკა
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ნოდარ ავდალიანზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის ბრალდებას ემიანება და "სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს".

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომლითაც ის სააგენტოს ხელმძღვანელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს.

ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან დასაქმებული იყო ზემოხსენებულ თანამდებობაზე და ამ პერიოდში, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საყვედური და სასტიკი საყვედური ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. ყველა შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიღების საფუძველი იყო მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნა. 

შესაბამისად, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება და დასაქმებულთან აღარ გააგრძელა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 28 დეკემბრიდან. 

პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია, რადგან ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას სასამართლო შეაფასებს."- წერია განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics