|
2022-02-11 09:48:10, 899 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი, რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთენული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინაში შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად გაუარესდეს. „საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება აიძულოს ჯო ბაიდენი, რომ გაგზავნოს ჯარი უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა, რადგან, ამერიკელები და რუსები ერთმანეთს როცა ესვრიან, ეს მსოფლიო ომია. „როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ", - დასძინა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)