10:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 16:21:17, 909 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - წინა ხელისუფლების პირობებში, 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე და მამიკოებზე

წინა ხელისუფლების პირობებში 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახის წევრისთვის სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერია ბიუჯეტის ძარცვაა.

"წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ხდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან.

ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა, რომ ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? გვახსოვს შემთხვევები, საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის და ა.შ. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, როდესაც ხდებოდა ბიუჯეტის ძარცვა პირადი დაკმაყოფილებების მიზნით", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics