12:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 14:40:14, 936 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდვითარება განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. მოხსენება აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა.

სხდომაზე მინისტრმა კომიტეტის წევრებს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გააცნო.

,,აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია. გასული დღე ღამის განმავლობაში 1876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ კლინიკებში მკურნალობას გადის 758 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 465 მოქალაქე. ონლაინ კლინიკების ქიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 9 565 კოვიდ დადებითი პირი. მობილიზებულია საწოლფონდი, სამედიცინო სექტორი სრულ მზადყოფნაშია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურება დამოკიდებულია მომდევნო დღეების ინფიცირების მაჩვენებელზე" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის განმარტებით აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარებს. დღემდე ჩატარდა 322 050 დოზა ვაქცინა, მათ შორის I დოზით აცრილია მოსახლეობის - 46 %, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის - 60.3 %, II დოზით მოსახლეობის - 40.6 %, 18 წელს ზემოთ - 53,3 %, III/ბუსტერი 18 წელს ზემოთ – 5.4 %.

ჯამში ვაქცინირებულია მოსახლეობის სამიზნე კონტიგენტის - 88.9 %.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის თვის განმავლობაშიც. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics