12:49 - 26 Jul, 2026
|
2022-02-09 15:57:28, 1050 ნახვა
რეგიონი
უხვი ნალექის შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ტაკიძეებში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა. არსებულ მდგომარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და საკრებულოს წევრთან, მალხაზ ტაკიძესთან ერთად გაეცნო. ,,ოჯახის წევრები პირადად მოვინახულე და ადგილზე გავეცანი არსებულ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი უსაფრთხოდაა და პირველ ეტაპზე მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს. გატარდება საჭირო ღონისძიებები და ოჯახს გაეწევა დახმარება“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)