2022-02-09 11:35:04, 709 ნახვა
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმს სხდომაზე მაღალჩინოსნების, მათ შორის პროკურორების ძვირადღირებული სახლების ამსახველი ფოტოსურათები წარმოადგინა.
აღნიშნულმა ქმედებამ ბრალდების მხარე გააღიზიანა, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური დაიწყო. მოსამართლემ არა ერთხელ მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადა, რომ სხდომას დახურავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო თანხის გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მეორე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,