23:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 10:17:11, 611 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ევროპის რეგიონალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ევროპის რეგიონალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დასაქმების მიმართულებით.

„თამარ ბარკალაიამ აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული და ყველა შეძლებს ჩაერთოს განვითარების პროცესში.

სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში გაეროს ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და სხვადასხვა ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics