|
2022-02-08 19:37:04, 868 ნახვა
მსოფლიო
ვლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია, ჩვენ ვითმენთ
„უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ განცხადებას - „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი მოთმინება მთელი ევროპისა და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ესკალაციაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მისი სიტყვით, უკრაინა პროვოკაციებს არ პასუხობს. „არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, რაც ვფიქრობ, რომ ჭკვიანურია. ეს მთელი ევროპისა და რუსი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესკალაცია ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვიცავთ და ვართ ჩვენსავე ტერიტორიაზე. ჩვენ პროვოკაციებს არ ვპასუხობთ, არამედ ღირსეულად ვიქცევით, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, - განაცხადა ვლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)