" />
23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 15:32:59, 1885 ნახვა

ომი უკრაინაში
პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულთა 0.6% კოვიდინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს   ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განმარტავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში,  ორ კვირაში ერთხელ,  ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR  ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს   ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც  მისი, ისე  მასთან შემხებლობაში მყოფი პირების.

ამასთანავე, ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან.   საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

"აღსანიშნავია, რომ  ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში  რჩება მხოლოდ 57  კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე  გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.

რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ  პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და  ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი.

მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა - 86%, რევაქცინირებულია - 81%, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი ჩაუტარდა  3076  მსჯავრდებულს.

ასევე, ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94 %.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია ინფიცირებული", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics