2022-02-07 15:51:17, 681 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლელოს“ ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი, რათა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს.
საპროცედურო კომიტეტმა მიიჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
„ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,