15:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 11:45:06, 853 ნახვა

მსოფლიო
ფსაკი - რუსეთმა აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის მართვა დააბრალა, ახლა ის ცდილობს სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს

რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვამ ყალბი განცხადება გაავრცელა, რომ აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიას მართავდა. - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას რუსეთის მხირდან  უკრაინაში შეჭრის საბაბად შესაძლო ყალბი ვიდეოს გამოიყენებაზე საუბრუსას განაცხადა.

ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთის მიერ ადრე ჩადენილი ქმედებები იმის მაჩვენებელია, თუ როგორია მისი ტაქტიკა.

"რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ფარულ მართვაში დაადანაშაუალა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დეესტაბილიზაციას". - თქვა თეთრი სახლის პრესპიკერმა. 

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში". - აღნიშნა პრესპიკერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics