23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 11:37:30, 1237 ნახვა

სამხედრო
უკრაინელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით ზამთრის შუალედური კურსი მიმდინარეობს

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან. 

"საერთაშორისო კურსის მონაწილეები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას ეუფლებიან. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენებაც უწევთ.

ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics