2022-02-04 17:47:49, 895 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი – საქართველომ იცის რუსული აგრესიის ფასი და აცნობიერებს, რამდენად გადამწყვეტია ევროპული ერთიანობა
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად გადამწყვეტია ევროპული ერთიანობა.
"საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", – წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".
ავტორი: ექსპრესნიუსი,