06:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 16:02:09, 751 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობა – მესამე ა მიკრორაიონის N20 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.

რაიონის მასშტაბით არაერთი ეზო კეთილმოეწყო. აღნიშნული სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.

კერძოდ, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შიდა ეზოს რეაბილიტაცია გლდანის III  ა მიკრორაიონის N20 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, მოეწყო ბორდიურები და ასფალტის ერთფენიანი საფარი 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება. აღნიშნულისთვის 46 531 ლარი დაიხარჯება.

გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებამდე, აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წითელ ხაზებში არსებული ამორტიზებული წყალარინების ქსელი შეიცვალა. გარდა ამისა, გასულ წელს ამავე საცხოვრებელ კორპუსს სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაციაც ჩაუტარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics