19:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 13:35:00, 899 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის კომპანია „ბადაგონი“ სასტუმროს - Alaverdi Resort მშენებლობას იწყებს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ბადაგონი" პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. 3 თებერვალს სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტიორის მიღებას შეძლებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა ალავერდის ჭალა და „ბადაგონის" ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი.

დაარსების დღიდან „ბადაგონის" ფინანსური მხარდამჭერი თიბისია. 

„Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან ერთად, ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ახალი გზები, ხიდები, ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი - ეს ყველაფერი იქნება ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც ათასობით მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდისა და ამ ოქროს გზაზე განლაგებული ასობით კულტურული თუ რელიგიური ძეგლისა და ღირშესანიშნაობის გაცნობის საშუალებას. ალავერდის ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, საქვეყნო და საერო საქმეა", - გიორგი სალაყაია, „ბადაგონის" დამფუძნებელი.

„თიბისისა და „ბადაგონის" პარტნიორობა 2 ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველივე დღიდან კომპანიის განვითარების თანამონაწილეები ვართ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანია ძირითადი საქმიანობის - მეღვინეობის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის მიმართულებასაც ავითარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორების ხელშეწყობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში - 1 მილიარდ ლარს, მეღვინეობის მიმართულებით კი 404 მილიონ ლარის შეადგენს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics