19:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 11:16:09, 726 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარადჭერით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 2 ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.  პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია.

„ტიფლისი ორთაჭალა“ საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით სკვერი გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით. სკვერში განთავსებული იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის, ტრენაჟორები და საბავშვო გასართობი არეალი.

„ჩვენი ახალი პროექტი მთლიანად აშენებულია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური თბო საიზოლაციო მასალებით, ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას და უსაფრთხოებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორმაგად უმცირებს. პროექტი უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სისტემებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და ულამაზეს ხედებს, საუკეთესოდ დაგეგმარებულ ბინებს, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მაღალი ხარისხი, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, კომფორტული გადახდის პირობები და ჩაბარების ვადების დაცვა - ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი კომპანია,“- განაცხადა ნუგზარ ნებირიძემ, კომპანია  „ტიფლისის“ წარმომადგენელმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ დეველოპერულ  ბიზნესს, ორივემ ერთად კი მომხმარებელს. კერძოდ, ბანკისა და კომპანია „ტიფლისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ენერგოეფექტური, მაღალი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მათზე მორგებული პირობით- გარანტირებული შენაძენით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, გარანტირებული შენაძენი საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3kJyqaN





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics