|
2022-02-03 23:21:23, 1035 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლაა, ჩვენ კარგად გვესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი
დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლაა, ჩვენ კარგად გვესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი. ამასთანავე, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც მისივე თქმით, არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი საშუალების დროს, ახსენებენ საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება გავცვალოთ ინფორმაციები იმ რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაინაში და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან. ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე ნიშნებია იმისა, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე იყოს მზად. ამ დაძაბულობის ვითარებაში, მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო, საქართველოს სახელით, მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამე თუ, ის საფრთხეები რაც არსებობს, რეალურად ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოებაც. ჩვენი სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას, ამიტომ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ამას მთლიანად ვიზიარებთ. ასევე ვიცი, თუ რაოდენ დიდია პოლონეთის სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რამე თუ ეს არის ევროპის ერთ–ერთი ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენც გვიჭერს მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო, ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის მიმართავ, რომელიც დღეს, ამ რთული მოლაპარაკებების დროს, არ ივიწყებს საქართველოს და ყოველი საშალების დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)