06:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 15:06:50, 782 ნახვა

საზოგადოება
სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს „თელასმა" და „თელმიკომ" დავალიანების შესახებ მონაცემები

დღეიდან  კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად დაურიცხეს კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს. -  ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიამ მიიღო.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს.

"მარეგულირებელ კომისიაში შემოვიდა განცხადებები, მომხმარებელთა პრეტენზიები დარიცხვასთან დაკავშირებით და ასევე, სოციალურ ქსელებში მაღალია უკმაყოფილება. მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და დღევანდელ სხდომაზე გადაუდებელი წესით იქნა წარმოდგენილი საკითხი ორივე კომპანიის გასვლითი შემოწმების თაობაზე. 1-თვიანი ვადა ავიღოთ და დავიტოვებთ უფლებას, რომ თუ თვის ვადაში ჯგუფი ვერ დაასრულებს შემოწმებას, გავუგრძელოთ ვადა, თუმცა ვავალებთ ჯგუფს, რომ 1 თვის განმავლობაში მაქსიმალურად დავასრულოთ შესაბამისი შემოწმება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics