19:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 13:52:47, 769 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესპანური კომპანიის „Aqualia“ აღმასრულებელ დირექტორს, ფელიქს პარა მედიავილას შეხვდა.

კომპანია „Aqualia“ საქართველოში წყლის სექტორის გაუმჯობესების კუთხით ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

„საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები წყლის მართვასთან დაკავშირებით ევროპული დირექტივების შესაბამისად შესრულდეს. ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მდგრადად მართვისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ესპანური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარა მედიავილამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ესპანურ კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლით მომარაგების, გასუფთავების და, ზოგადად, წყლის მართვის საკითხებში, რაც საინტერესო იქნება საქართველოში წყლის სექტორის განვითარებისთვის.

ესპანური კომპანია „Aqualia“ მსოფლიო ათეულში შედის და 17-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორისაა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics