06:33 - 07 Jul, 2026
|
2022-02-03 10:34:01, 776 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების შესახებ, ტელეფონით ესაუბრა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორმა ლიდერმა დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთანავე, თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან მჭიდრო კავშირში, მათ შორის ნატო–სთან, მის მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)