14:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 17:53:55, 590 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებაზე - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება იქნება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციის გამოვლენის მიზნით,  დედაქალაქის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. 

„სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები პერიოდულად მეორდება, მაგრამ ჩვენ  - დედაქალაქის მერი, მოადგილეები, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ. 

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვება რეაგირება. საჭიროა მეტი ყურადღება და დღეს დედაქალაქის მერმაც ისაუბრა ამ თემაზე. პერიოდულად, ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და შიდა სამუშაო რეჟიმშიც, სამსახურის უფროსებთან, სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს ამ თემაზე კომუნიკაცია. რაც შესაძლებელია, ვაკეთებთ. თუ მომავალში კიდევ იქნება მსგავსი ფაქტები, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. 

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს გამოძიების საგანია.  გამოძიების პროცესში ყველაფერი დადგინდება და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, სამსახურებრივი გადაცდომების მონიტორინგი  და პრევენციული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის უწყებებში მუდმივად ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
ტატა ხვედელიანი ოცნებას: თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით
ოპოზიციამ საქართველოში არსებული ვითარება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილა
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics