|
2022-02-02 13:30:19, 657 ნახვა
საზოგადოება
თბილისის უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა
თბილისის მთელ რიგ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, არცერთი ქუჩა დარჩება. „როგორც იცით, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არც ერთ ქუჩას, არც ერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს. პირველი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშნიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე, ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისისა და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი დღემდე არ დადიოდა. ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება და მიმდინარეობს მარშრუტების შედგენა იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. „პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)