09:02 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 13:02:03, 678 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ვისაც გაქვთ სურვილი შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, მოგვმართეთ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გადასცა.

„ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ პიროვნებას, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, კონკრეტული ვალდებულებით გადასცა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და ეს მიწა  ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა, კონკრეტულ არეალებში მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლო ნებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცით ადგილმონაცვლეობის შესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთში ჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ეს ბრალდებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას გამოიჩენს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ, სურვილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და ხვალვე მოვნახავთ თქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი საქმე. არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics