07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 11:51:43, 652 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture- ზე განთავსდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქაეთველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts & Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს Google Arts & Culture-ის პორტალზე ცალკე სექცია დაეთმო. მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში  დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული.

აქვე შეხვდებით ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფლების უფროსის ქეთევან ასათიანის ონლაინლექციის ჩანაწერს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული ქართული ხელნაწერების შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა. ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.)

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:https://artsandculture.google.com/project/memory-of-the-world/religion





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics