|
2022-02-02 10:42:10, 920 ნახვა
რეგიონი
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში გუშინ გაჩნდა. „ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)