|
2022-02-01 14:14:56, 546 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - დღეს „ხაბემ“ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, ვიკითხე, 1-ელი აპრილი ხომ არ არის მეთქი?!
დღეს „ხაბემ“ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, ვიკითხე, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის მეთქი?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაცმოძრობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ზარქუამ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ის სისრულეში მოიყვანა. „იმედი მქონდა, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შემოვიდა პარლამენტში, ცოტა აქცენტირებას გააკეთებდა, ოდნავ მაინც სიმართლენარევ თემებზე. დღეს ხაბემ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, რომ აგერ ვკითხე ქალბატონ ელისოს, რომელიც გაოგნებული მიყურებდა, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის მეთქი? არა, პირველი თებერვალიაო. რეალობა რა არის?! ახლა აქ თქვა ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად გაიზარდა ტარიფები, ეს ცინიკოსი ახლა რომ ამბობს, დღეს მისი პარტიული ტელევიზიაც დარბოდა მეტროებში და ეუბნებოდა ხალხს, თქვენ თვეში მზად ხართო 150 ლარი რომ გადაიხადოთო?! სინამდვილეში, ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკური სისტემა, რომელიც დავაანონსეთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ბოლომდე მიიყვანა მერიამ და დღეს ვერც ერთ ყვითელ მარშუტკას თუ ავტობუსს ვერ ნახავთ, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო. შექმნილია სისტემა, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები შეღავათით ისარგებლებენ - ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით. ხოლო მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველთვის სარგებლობს, დავამატეთ, რომ ლურჯ “მარშრუტკაში“ ძველი თუ ახალი მეტრომანით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის სარგებლობა შეეძლებათ. არის სხვადასხვა ტარიფები - თვეში 40 ლარი, დღეში - ერთი ლარი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)