|
2022-02-01 14:05:13, 434 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ძვირდება ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამასობაში, რითია მთავრობა დაკავებული?!
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პირველ საგაზაფხულო სესიაზე ფასების ზრდაზე ისაუბრა და პლენარულ სხდომაზე, მთავრობის მიერ ქონების მიტაცების მაგალითების ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ამსახველი ფოტომასალა წარადგინა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სამსახურია, დაეხმაროს ადამიანებს და არა ის, რომ ნუნუ თამაზაშვილს, დავით ნარმამიანს და მის მეუღლეს „ტყე გაუფორმოს“. „თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა, თითოეული მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი, რაც აისახა ქვითრებზე. ძვირდება ფაქტობრივად ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამასობაში, როცა გაძვირებულ ცხოვრებაზე ვსაურობთ, რითია მთავრობა დაკავებული ამ დროს?! რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, მმართველი პარტია, რას უნდა აკეთებდეს პრემიერ-მინიტისტრი, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ამასობაში, ბევრს შეიძლება გინახავთ ირაკლი ღარიბაშვილის სასახლე ბაკურიანში და ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემული ტყე ყველასთვის მე მგონი უკვე საჯარო და ცნობილია. მეგობრებო, ჯობია, რომ ეს ქონება დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს და ეს იჯარა მოხსნათ, ეს იქნება გონივრული ნაბიჯი და არა ის, რომ თურმე რაღაც განცხადებებს აკეთებთ, როგორმე გაამართლოთ ეს კორუფციული გარიგება. შეგახსნეებთ, რომ ეს სასახლეც უკანონოდ არის თავის დროზე აშენებული, რაც დაადასტურა ნუნუ თამაზაშვილის ძმამ, რომელმაც თქვა, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მანდ მშენებლობა არ შეიძლებაო. დიახ, არ შეიძლება იქ მშენებლობა, მაგრამ ასეთი მშვენიერი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერ-მინისტრს. ამასობაში გაგახსნებთ ისევ, რომ აფრიკაში და ორხევში თავს დაესხა თქვენი გენერალური მდივანი კახი კალაძე მოსახლეობას, მინუს 5 გრადუს ყინვაში და გამოყარეთ ერთადერთი თავშესაფრიდან ადამიანები. ამასობაში კი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კორპუსი უკანონოდ ააშენა, მერე თქვენმა კოლეგებმა საკრებულოში თქვეს არანაირი მექანიზმი არ არის, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთო. აქ ბულდოზერი და ტრაქტორი ვერ მივიდოდა პირველი სართული უკანონოდ რომ ააშენა? თუ მისამართი არ იცოდა? დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა, არადა პირდაპირ წერია იქ, რომ სარეკრეაციო ზონაა - „მოდუსს“ ვგულისხმობ კახეთის გზატკეცილზე. წერია, რომ სტრატეგიული ობიექტია, გენგეგმაში წერია, რომ იქ მაგისტრალი უნდა აშენდეს. ჰოი საოცრებავ, ვერ დაინახა ეს ყველაფერი კალაძემ და იქ დღეს სავაჭრო ცენტრია აშენებული,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)