16:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 12:57:57, 469 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს

მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას საბოლოოდ ფართო მხარდაჭერა ექნება. 

„მე მივესალმები ამ რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში. რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics