13:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-29 10:24:05, 700 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთში მის მოწვევას ცინიზმი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მოსკოვში ან რუსეთის სხვა ქალაქში მის მიწვევას ცინიზმი უწოდა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა შეხვედრაზე დონბასზე საუბარზე უარი თქვა.

„რატომ ასეთი გზავნილი? და ის ამბობს – „დონბასის საკითხზე საუბარი არ შეიძლება, ეს „შიდა საკითხია“. რატომ მიიწვიე ადამიანი ისეთ ფორმატში, რომელსაც არ დათანხმდება. რატომ ვსაუბრობთ ამაზე? კაცი ხარ, ზრდასრული ადამიანი. დიდი გამოცდილებით. არაფერი გაქვს გასაკეთებელი? რატომ მთავაზობ ისეთ რამეს, რაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ეს ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ საზღვარზე ადამიანი დაიღუპა, თუ არა. ეს სულელური ცინიზმია. როგორ არ ვილაპარაკო დონბასზე? დონბასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი არა?“, – განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics