|
2022-01-28 21:53:09, 1205 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო - თუ უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას ეცდება, ბელარუსი გვერდზე არ გადგება და ომში მონაწილეობას მიიღებს
„უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, როცა ომი იქნება და ბელარუსი მონაწილეობას მიიღებს. "იქნება თუ არა ომი? დიახ, იქნება, ოღონდ მხოლოდ ორ შემთხვევაში. თუ ბელარუსის წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიას ჩაიდენენ, თუ ბელარუსის წინააღმდეგ ცხელ ომს გააჩაღებენ. ჩვენ ყველა, როგორც ერთი, ისინიც, ვისაც არ სურთ, დადგებიან ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად. მეორე შემთხვევა, როცა ომი იქნება და ბელარუსი მონაწილეობას მიიღებს, არის თუ ჩვენს მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხმებიან თავს და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასეთსავე აგრესიას ჩაიდენენ, [ბელარუსი რუსეთს დაეხმარება] ჩვენი მოკავშირეობის შეთანხმების შესაბამისად. მინდა ვუპასუხო კოლექტიურ დასავლეთს, მათთვის ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებიან თუ არა სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე? თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია იქნება ჩადენილი, აქ ასიათასობით რუსი სამხედრო იქნება, რომლებიც ასიათასობით ბელარუს სამხედროსთან ერთად ამ წმინდა მიწას დაიცავენ. კარგად ესმით, თუ უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, ამიტომ საჭიროა ბეალრუსის ჯარის შეკავება, წნეხის ქვეშ ყოფნა", - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)