13:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 10:39:23, 2645 ნახვა

მსოფლიო
მედია - ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, თებერვალში შეიჭრას

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც უცხოური მედია თეთრი სახლის ეროვნული უშიშრობის საბჭოს პრესსპიკერზე, ემილი ჰორნზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა  განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. მან ეს თქვა საჯაროდ. ჩვენ კი, ამის შესახებ თვეებია ვსაუბრობთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის მხრიდან საფრთე „საშიში, მაგრამ ორაზროვანია“, შესაბამისად, ის დარწმუნებული არაა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics