02:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 22:22:53, 776 ნახვა

საზოგადოება
დღეს, ღამის საათებში, მეტეხის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

„სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.

სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელი მიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics