|
2022-01-27 18:07:35, 1056 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2022 წელს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარადა. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს 13 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა. „სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558 -მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს, აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან ადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ. კერძოდ, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ხანძრით დაზიანებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გაიზარდა 20 000-ლარამდე, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების ადგილმონაცვლეობისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საცხოვრებელ ფართებს თანდაფინანსებით ჯამში, შეიძენს 100 ეკომიგრანტი ოჯახი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)