21:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 17:06:39, 513 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება.

ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად კი დამატებით 50 ადგილობრივი დასაქმდება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები სოფელ ქანდაში 100 ჰა ფართობზე ნუშის და სხვადასხვა ხეხილის ბაღების გაშენებას მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შევძინოთ და ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ობიექტზე ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებითაც განვავითაროთ საქმიანობა“, - აცხადებს „ქანდა აგრიქალჩერ“-ის ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა.

„საქართველოს ბანკისა და „ქანდა აგრიქალჩერის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი.  გვჯერა, რომ პროექტი დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაში, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს აგრომიმართულების განვითარებას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს წამოწყებებს, რათა შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics