|
2022-01-27 12:47:29, 2757 ნახვა
Lifestyle
ლეგენდარული ნილ იანგის მუსიკა Spotify-მ ანტივაქსერი კომიკოსის გამო წაშალა
მუსიკოსმა ნილ იანგმა Spotify-ს მოსთხოვა მისი მუსიკის წაშლა. მიზეზი იყო კომიკოსი ჯო როგანის პოდკასტი, რომელიც ცრუ პრეტენზიებს გამოთქვამდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ. ულტიმატუმის შემდეგ, სტრიმინგის სერვისმა გადაწყვიტა შეესრულებინა მოთხოვნა. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება. ნილ იანგი შეიყვანეს კანადის მუსიკის დიდების დარბაზში ჯერ კიდევ 1982 წელს, ხოლო საერთაშორისო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1995 და 1997 წლებში, როგორც სოლო არტისტი და როგორც ბაფალო სპრინგფილდის წევრი. არის "გრემის" ორი ჯილდოს გამარჯვებული, "გრემის" მრავალგზის ნომინანტი კატეგორიებში: წლის ალბომი (Harvest Moon, 1994), წლის ვოკალი (1995), წლის შემსრულებელი (2001), წლის ახალი ალბომი (Prairie Wind, 2006) და ისევ წლის შემსრულებელი (2011). იანგი იკავებს #34 ადგილს Rolling Stone-ის 100 საუკეთესო შემსრულებლის სიაში და მე-9 ადგილზეა Mojo-ს 100 საუკეთესო გიტარისტის სიაში. ჟურნალ Paste-ის 100 საუკეთესო კომპოზიტორის სიაში იანგმა მიაღწია მეორე ადგილს თავის კოლეგა ბობ დილანს უკან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)