19:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 12:38:22, 567 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება, ტექსტში სააკაშვილის მოსაზრებები ვერ მოხვდება

"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით,  ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის" და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები რეზოლუციაში ვერ მოხვდება.

"ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა. რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა სიტყვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი რეზოლიციას ხელს არ აწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics