|
2022-01-26 11:40:44, 604 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს - მე-10 დღეა CBD-ის შემცველი ზეთი შემოვიტანე, ჩემს ინტერესშია, რომ საქმე აღძრათ
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 10 დღის წინ CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით შემოიტანა. ამასთან ჯაფარიძე შსს-ს მოუწოდებს მის წინააღმდეგ საქმე აღძრას, რადგან სახელმწიფო შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს და შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია.
"CBD-ს ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოში, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, სახელმწიფო დღემდე შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას ტრადიციულად, კანონმდებლობა გარკვევით და გასაგებად არაფერს ამბობს და სხვადასხვა სახელმწიფო სქტრუქტურები იქცევიან ისე როგორც გაუსწროდებათ ამ ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელიც იყენებს CBD-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად, და უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც CBD-ს მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი შვებისმომგვრელი. CBD-ს მიღებისა და მისი შემცველი პროდუქციის დამზადება/რეალიზაციის მთელი ციკლი უნდა იყოს ლეგალური. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 10 დღის წინ შემოვიტანე CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით, ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე). მაინტერესებს რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე) ჩემს ინეტერესშია რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია. არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო", - წერს ზურა ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)