|
2022-01-26 10:06:56, 708 ნახვა
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - რუსეთი წლებია ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, უნდა გავაგრძელოთ დეესკალაციის ძიება
"ეს კრიზისი არ დაწყებულა გასული წლის დეკემბერში. რუსეთი წლებია ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს". - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ ხდება, რაც ყრიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა და ყველაფერი ეს მათი აგრესიული კიბერშეტევების ფონზე ხდება. ბორელის განცხადებით, კრიზის მხოლოდ უკრაინას და ევროპის უსაფრთხოების წესრიგს არ ეხება. რუსეთი ცდილობს დროის უკან დაბრუნებას და გავლენის მიღებას. "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეესკალაციის ძიება და ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაში წვლილი შევიტანოთ." - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)