22:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 14:54:36, 793 ნახვა

სამართალი
მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის უფლებებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია დაიცავს

საია ისნის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში არასრულწლოვნის ინტერესებს დაიცავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იურისტთა ასოციაციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უახლოეს პერიოდში საიას ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.

ამასთანავე, საია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ უშუალოდ არასრულწლოვანთან კომუნიკაციისგან და დაიცვან არასრულწლოვანი პირების საქმეების გაშუქებისთვის დადგენილი სტანდარტები.

საია-ში აცხადებენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics