|
2022-01-25 14:23:51, 1759 ნახვა
სამხედრო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარ თემას შშმ პირებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხები წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. შეხვედრაზე დავით ფერაძემ დეპუტატებს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის გამართვის მზაობა გამოთქვა. „შშმ პირების სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რაზეც სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა. შევთანხმდით მომავალში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის თაობაზე, სადაც როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ასევე პრაქტიკული ნაწილის გაუმჯობესების კუთხით გავაგრძელებთ მსჯელობას", - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. „ჩვენ ვნახეთ, რომ ობიექტურად არსებობს პრობლემები შშმ პირებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პირველადი ინფორმაცია მივიღეთ თუ რა ხარვეზები და რა პრობლემები არსებობს და ასევე სამომავლო ნაბიჯებიც დავგეგმეთ, რათა აღნიშნული გამოწვევები სისტემურად მოგვარდეს და შშმ პირებს, კანონის დარღვევის ბრალდებით, სასამართლოში სიარული აღარ უწევდეთ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, როგორც აღნიშნულ პროცესებზე მაკონტროლებელი და ზედამხედველობის გამწევი სუბიექტი, მზად არის შესაბამის უწყებებთან ერთად, არსებული პრობლემები აღმოფხვრას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)