13:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 23:27:50, 551 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს

ერევანს მიაჩნია, რომ ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამასთან ხელმოსაწერი დოკუმენტი მოლაპარაკებების პროცესში უნდა დამუშავდეს. - ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
"ბევრია ლაპარაკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე. დიახ, ეს უნდა იყოს ხელმოწერილი, მაგრამ ჯერ ეს დოკუმენტი უნდა გაფორმდეს და ეს არის კითხვა და მოლაპარაკების შედეგი", - განაცხადა მან. პრესკონფერენცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამართა.

"სომხეთი მზად არის ამ მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ", - აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთს გულწრფელად სურს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრების გახსნა. მისი თქმით, ანკარასთან მოლაპარაკების დინამიკის შენარჩუნებისას სომხეთს შეუძლია მიიღოს თურქული მხარის მოწვევა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
"ჩვენ უკვე გვქონდა სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარების თაობაზე. და თუ ეს დინამიკა გაგრძელდება, დიდი ალბათობით სომხეთი მიიღებს მონაწილეობას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. ალოგიკურია, თუ ჩვენ ხელიდან გავუშვებთ საუბრის გაგრძელების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს ურთიერთობების მოგვარების პროცესს, მათ შორის რუსეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და რეგიონის სახელმწიფოები“. - განაცხადა პაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics