12:55 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-23 00:50:55, 893 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა უკრაინის საწინააღმდეგო განცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა

გერმანიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა კეი-ახიმ შონბახმა,  თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

ერთი დღით ადრე, 21 იანვარს, ინდოეთში ვიზიტის დროს შენბახმა გამოთქვა მოსაზრება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შესახებ.

მისი თქმით, „ყირიმის ნახევარკუნძული დაკარგულია, ის აღარასოდეს დაბრუნდება“. ამასთან, შონბახმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის მზადყოფნას, უაზრო საუბარი უწოდა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო შონბახის განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. „ეს განცხადებები, შინაარსითა და ფორმულირებით, არანაირად არ შეესაბამება სამინისტროს პოზიციას“, - განუცხადა 22 იანვარს dpa-ს სამინისტროს სპიკერმა. მისი თქმით, ვიცე-ადმირალს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორს ებერჰარდ ზორნს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა გერმანიის ელჩი კიევში ანკა ფელდჰუსენი, შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა.

„შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის კაი-ახიმ შონბახის განცხადებების კატეგორიული მიუღებლობა, კერძოდ, რომ ყირიმი არასოდეს დაბრუნდება უკრაინაში და რომ ჩვენი სახელმწიფო ვერ აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს. შეხვედრაზე ასევე ღრმა იმედგაცრუება იყო გამოხატული. გერმანიის მთავრობის პოზიციაზე უკრაინის თავდაცვითი იარაღით გადაცემის წარუმატებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics