20:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 17:29:40, 1141 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი – ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ჟენევაში შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს და რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს. 

ამასთანავე, ლავროვმა აღნიშნა, რომ შეხვერაზე გააჟღერა მთავარი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, რადგან ალიანსი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთანავე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ შეხვედრის ბოლოს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics