12:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 10:20:07, 738 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე კვლავ დევნილია და საკუთარი საცხოვრებელი სახლი იძულებით აქვს დატოვებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? რა თქმა უნდა, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობელი ქვეყნები მარიონეტულ სახელმწიფოებად გადააქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი", - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრობლემას რუსეთის პოლიტიკა წარმოადგენს.

"რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა", - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics