11:59 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 16:01:24, 755 ნახვა

მსოფლიო
კიევში, პოლიციამ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები ცრემლსადენი გაზით დაარბია

კიევის პოლიციამ პეჩერსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან შეკრებილი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას RIA Novosti-ს ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება. 

შეკრებილები სასამართლოს შენობასთან ცდილობდნენ გათბობის ადგილების და ღუმელების მოწყობას, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.  

უშიშროების ძალებმა დაამონტაჟეს კორდონი და სცადეს დემონსტრანტების უკან დახევა. ტელეკომპანია Direct-ის თანამშრომელმა ასევე განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მათი ოპერატორი დაშავდა. ასევე, პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგად, რამდენიმე ადამიანმა აქცია დატოვა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების შემდეგ უშიშროების ნაწილმა სასამართლოს ტერიტორია  დატოვა და სიტუაცია დაწყნარდა. კორესპონდენტის ცნობით, ახლა შენობასთან 500-მდე ადამიანია. აქციაზე ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები აგრძელებენ მოსვლას.

ცნობისთვის, ორშაბათს სასამართლომ დაიწყო პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა, რომელიც პეტრო პოროშენკოს დაკავებას დაახლოებით 35,7 მილიონი დოლარის გირაოს შესაძლებლობით ითხოვს. სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს დონბასიდან ნახშირის მიწოდების საქმეში ღალატსა და ტერორიზმის დახმარებაში ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს. მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics